Terms and Conditions of use of Bank cards in the mobile payment system

  1. 1. Terms and Definitions
    1.1 Each term retains its meaning no matter where it is used in the Terms, and the words for the singular include the plural and vice versa.
  2. 1.2 “მომსახურების გამწევი“ * ნებისმიერი იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს მობილური ტერმინალის ვენდორს და რომელთანაც კლიენტს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება გადახდების მომსახურების გაწევის შესახებ.
  3. 1.3 “სისტემა“ – მობილურ ტერმინალში დაყენებული პროგრამული უზრუნველყოფა, რომელზეც ექსკლუზიური უფლებებიც ეკუთვნის “მომსახურების გამწევს“, აღნიშნული წარმოადგენს აპლიკაციას, რომელიც მობილურ ტერმინალებს აძლევს ანგარიშსწორების მომსახურების გაწევის შესაძლებლობას.
  4. 1.4 “მომსახურების გამწევის პირობები” – სალიცენზიო ხელშეკრულება პროგრამული უზრუნველყოფისა და მომსახურების გამწევის სხვა დამატებითი პირობების შესახებ, რომელიც გაფორმებულია “კლიენტსა“ და მომსახურების გამწევს შორის.
  5. 1.5 “ბანკი“ — სააქციო საზოგადოება სილქ ბანკი. 0102, #2 ზაარბრიუკენის მოედანი ქ, თბილისი, საქართველო , ს/კ: 201955027
  6. 1.6 “კონტრაქტი“ — სს სილქ ბანკის კომპლექსური საბანკო მომსახურების პირობები – „გენერალური ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების და საბანკო პროდუქტებით მომსახურების პირობების შესახებ“ ან/და სხვა შესაბამისი ხელშეკრულება. .
  7. 1.7 “კლიენტი“ — ფიზიკური პირი, ვინც ხელი მოაწერა ხელშეკრულებას “ბანკთან.“
  8. 1.8 “უკონტაქტო ანგარიშსწორება” – უკონტაქტო წამკითხველ მოწყობილობაში ციფრული ბარათის გამოყენებით განხორციელებული ანგარიშსწორება.
  9. 1.9 “აუთენტიფიკაციის მონაცემები” – კლიენტის პაროლი მობილურ აპლიკაციაში ავტორიზაციის მიზნით (მათ შორის და არა მხოლოდ, ბიომეტრული მონაცემები (ავტორიზაცია თითის ანაბეჭდით (Touch ID/Fingerprint)), იდენტიფიკაცია სახით (დაცული აუთენტიფიკაცია)) ან “მომსახურების გამწევი“-ს მიერ მოწოდებული სხვა ახალი ტექნოლოგია, რომელიც დაყენებულია “მომსახურების გამწევის პირობების“ შესაბამისად, პინ-კოდი, აგრეთვე სხვა მონაცემები, რომლებიც გამოყენება სისტემაში შესასვლელად. აუთენტიფიკაციის მონაცემები არის “კლიენტის“ საკუთარი ხელმოწერის ანალოგი.
  10. 1.10 “ციფრული ბარათი” – “სისტემაში“ გამოყენების მიზნით “კლიენტის“ მიერ შერჩეული და რეგისტრირებული ბარათი.
  11. 1.11 “ბარათი“ – საბანკო პლასტიკური ბარათით მომსახურება გულისხმობს მომხმარებლის ან მის მიერ წერილობით შეტყობინებული ნებისმიერი პირის მიერ (შემდგომში – “ბარათის მფლობელი“) საბანკო ოპერაციის შესრულებას ბანკის მიერ გამოშვებული “ვიზა“ ან “მასტერქარდ“ პლასტიკური ბარათით (შემდგომში – “ბარათი“) გარდა ბიზნეს-ბარათისა.
  12. 1.12 “მობილური ტერმინალი“ – უკაბელო გადახდის მოწყობილობა.
  13. 1.13 “აპლიკაციაში ჩადგმული” – მობილური აპლიკაციის მეშვეობით შესყიდვის განხორციელების შესაძლებლობა იმ გამყიდველებისგან, რომლებიც აპლიკაციებში ანგარიშსწორების მომსახურებას ასრულებენ “სისტემის“ მეშვეობით.
  14. 1.14 “მხარდაჭერილი მოწყობილობები“ – “მომსახურების გამწევი“-ს “სისტემებთან“ თავსებადი მოწყობილობები.
  15. 1.15 “მესამე მხარეებთან გაფორმებული კონტრაქტები” – “მომსახურების გამწევი“, უსადენო კავშირგაბმულობის ოპერატორი, რომლებიც სხვა მხარეებისთვის ითვალისწინებს საკუთარ პირობებს (მათ შორის, “მომსახურების გამწევის პირობებს“ ) და პერსონალური მონაცემების დაცვის საკუთარ პოლიტიკას.
  16. 1.16 “ვირტუალური გამოსახულება” – ციფრული ბარათის ელექტრონული გამოსახულება.
  17. 1.17 “თითის ანაბეჭდით შესვლა (Touch ID/Fingerprint)” – თითის ანაბეჭდის ამოცნობის ფუნქცია “სისტემაში“ მოქმედებების, მათ შორის, ანგარიშსწორების ოპერაციების, დადასტურების მიზნით. ფუნქციის დაყენება, შეცვლა ან გამორთვა შესაძლებელია მობილურ ტერმინალში შესვლის კოდის გამოყენებით.
  18. 1.18 უსადენო კავშირგაბმულობის ოპერატორი – ნიშნავს “კლიენტის“ მომსახურების გამწევს, რომელიც უზრუნველყოფს მობილურ ქსელთან სატელეფონო კავშირს მობილური ტერმინალის ფუნქციონირებისათვის.
  19. 1.19 ანგარიშსწორების მომსახურება –“მომსახურების გამწევი“-ს მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს საქონელისა და მომსახურებისათვის გადახდას ციფრული ბარათების გამოყენებით და რომელსაც აქვს საკუთარი “პირობები.“

2. ძირითადი დებულებები
2.1. წინამდებარე დოკუმენტი შეიცავს “სისტემაში“ “ბანკის“ ციფრული ბარათების გამოყენების მარეგულირებელ პირობებს. ეს “პირობები“ წარმოადგენს “კონტრაქტის“ დამატებას.
2.2. ამ “პირობებსა“ და სხვა “კონტრაქტებს“ შორის წინააღმდეგობის არსებობისას, გამოიყენება კონტრაქტის“ დებულებები ანგარიშსწორების მომსახურების შესახებ.
2.3. ამ “პირობებით“ დადგენილია მხოლოდ “ბანკსა“ და “კლიენტს“ შორის ურთიერთობებში “კლიენტის“ ციფრულ ბარათზე დაშვების და აღნიშნული ბარათის გამოყენების წესები . მობილურ ოპერატორს, “მომსახურების გამწევს“ და სხვა, მომსახურე პირებს (მესამე პირებს) ან ანგარიშსწორების მომსახურების სისტემაში შეტანილ ვებ-გვერდებს შეუძლიათ დაადგინონ საკუთარი პირობები და დებულებები (მათ შორის, “მომსახურების გაწევის პირობები“) და პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა, თუმცა ამავე დროს “კლიენტმა“ უნდა დააკმაყოფილოს ასეთ მხარეებთან გაფორმებული კონტრაქტების პირობებიც მათთვის პერსონალური მონაცემების გადაცემისას, მომსახურებით სარგებლობისას ან შესაბამის ვებ-გვერდებზე შესვლისას.
2.4. ციფრული ბარათის მეშვეობით საქონლისა და მომსახურების შესასყიდად “კლიენტის“ მიერ ანგარიშსწორების მომსახურებით სარგებლობა რეგულირდება მოქმედი “კონტრაქტით.“

3. მუშაობის პრინციპი
3.1. გადახდის განხორციელება
3.1.1. სისტემით შესაძლებელია “კლიენტის“ მობილურ ტერმინალზე “ბარათის“ ვირტუალური წარმოდგენის შექმნა, რათა “კლიენტმა“ განახორციელოს:
• უკონტაქტო გადახდები გაყიდვის წერტილებში არსებულ უკონტაქტო ტერმინალებზე;
• აპლიკაციაში ჩართული ან სხვა ციფრული კომერციული გადახდები იმ გამყიდველების სასარგებლოდ, რომლებიც მიერთებული არიან გადახდების სერვისის სისტემაზე.
3.1.2. კლიენტი “ბარათს“ “სისტემაში“ არეგისტრირებს “ბარათის“ მონაცემების მობილურ ტერმინალში შეყვანით. “ბარათის“ წარმატებით ვერიფიკაციის შემთხვევაში, “სისტემა“ ქმნის ციფრულ ბარათს და ასევე ქმნის “სისტემაში“ მის ვირტუალურ წარმოდგენას.
3.1.3. ციფრული ბარათის საშუალებით ანგარიშსწორების განხორციელების მიზნით, “კლიენტი“ “სისტემაში“ ციფრული ბარათის შესაბამისი ვირტუალური წარმოდგენის არჩევისა და გაყიდვის წერტილში მობილური ტერმინალის უკონტაქტო ანგარიშსწორების ტერმინალთან ან წამკითხველთან ახლოს მიტანის შემდეგ ანგარიშსწორებას ადასტურებს აუთენტიფიკაციის მონაცემების შეყვანით.
3.1.4. აპლიკაციაში ჩართული შესყიდვების განხორციელების მიზნით, “კლიენტი“ ირჩევს “სისტემაში“ ციფრული ბარათის შესაბამის ვირტუალურ წარმოდგენას და ანგარიშსწორებას ადასტურებს აუთენტიფიკაციის მონაცემების შეყვანით.
3.2. ინფორმაციისა და ანგარიშსწორების ნახვა
3.2.1. სისტემა უზრუნველყოფს “კლიენტის“ წვდომას ციფრული ბარათის ინფორმაციაზე:
3.2.1.1. ბარათის სტატუსი: მოქმედი, ვადაგასული, დაბლოკილი სხვადასხვა მიზეზის გამო;
3.2.1.2. ინფორმაცია ამ ციფრული ბარათით შესრულებული წინა ოპერაციების შესახებ: თარიღი, შესყიდვის თანხა, გამყიდველის სახელწოდება. “სისტემა“ იძლევა თითოეული ციფრული ბარათის შესყიდვის ოპერაციების შესახებ შეტყობინების გამორთვის შესაძლებლობას.
3.2.2. სისტემით შეუძლებელია ინფორმაციის მიღება იმ ოპერაციებზე, რომლებიც “სისტემის“ მეშვეობით არ განხორციელებულა.
3.3. კლიენტის უფლებები და მოვალეობები
3.3.1. კლიენტი ვალდებულია დაიცვას “მომსახურების გამწევის პირობები“
3.3.2. “კლიენტის“ “სისტემაში“ რეგისტრაციამდე სავალდებულოა იმაში დარწმუნება, რომ “კლიენტი“ “სისტემაში“ რეგისტრირებულია მხოლოდ “კლიენტის“ თითის ანაბეჭდებით (Touch ID/Fingerprint), სახის ამოცნობით (დაცული აუთენტიფიკაცია) ან “მომსახურების გამწევის“ მიერ მოწოდებული სხვა ახალი ტექნოლოგიით. თითის ანაბეჭდები (Touch ID/Fingerprint), სახით იდენტიფიკაცია (დაცული აუთენტიფიკაცია) ან “მომსახურების გამწევის“ მიერ მოწოდებული სხვა ახალი ტექნოლოგია განიხილება “ბარათის“ გამოყენებით ოპერაციებზე ტრანზაქციების დადასტურებისას. თუ მობილურ ტერმინალში ავტორიზაციისთვის ან თითის ანაბეჭდის (Touch ID/Fingerprint) შესაყვანად ან “კლიენტის“ მობილურ ტერმინალზე ოპერაციების შესასრულებლად გამოყენებული იქნება სხვა პირის თითის ანაბეჭდები (ან აუთენტიფიკაციის მონაცემები), ისინი ჩაითვლება “კლიენტის“ თითის ანაბეჭდებად (Touch ID/Fingerprint).
3.3.3. კლიენტი ვალდებულია აუთენტიფიკაციის მონაცემები შეინახოს მესამე მხარეებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.
3.3.4. აუთენტიფიკაციის მონაცემების ან/და ციფრული ბარათის მონაცემების გატეხვის შემთხვევაში, “კლიენტი“ ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს “ბანკს“ ამის შესახებ.
3.3.5. აუთენტიფიკაციის მონაცემების დაკარგვის ან/და ციფრული ბარათის მონაცემების გატეხვის შესახებ შეტყობინების მიუწოდებლობის ან/და დაგვიანებით მიწოდების შემთხვევაში, “ბანკი“ არ არის პასუხისმგებელი “კლიენტის“ შესაძლო ზარალზე.
3.3.6. ციფრული ბარათით “კლიენტის“ აუთენტიფიკაციის მონაცემების გამოყენებით განხორციელებული ყველა შესყიდვა ან სხვა ოპერაცია განიხილება “კლიენტის“ ოპერაციებად.
3.3.7. კლიენტი უფლებამოსილია გამოიყენოს ციფრული ბარათისთვის ნებისმიერი “ბარათი,“ რომელიც აქტიურია “კლიენტის“ სახელზე და არ არის დაბლოკილი.
3.3.8. კლიენტი უფლებამოსილია გამოიყენოს ერთი და იგივე “ბარათი“ სხვადასხვა მობილურ ტერმინალში.
3.3.9. კლიენტს აქვს უფლება ნებისმიერ დროს უარი განაცხადოს “ანგარიშსწორების მომსახურებით“ სარგებლობაზე, “სისტემიდან“ ციფრული ბარათის წაშლით.
3.4. “ბანკის“ უფლებები და მოვალეობები
3.4.1. ბანკი უფლებამოსილია უარი უთხრას “კლიენტს“ “ბარათის“ რეგისტრაციაზე და “სისტემაში“ ციფრული ბარათის შექმნაზე.
3.4.2. ბანკი უფლებამოსილია დაბლოკოს ციფრული ბარათის მოქმედება ან “სისტემაში“ მისი გამოყენების შესაძლებლობა, გასცეს ბრძანება “ბარათის“/ციფრული ბარათის ამოღების შესახებ და ამ მიზნით მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა:
3.4.2.1. “კლიენტის“ მიერ ამ “პირობებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში;
3.4.2.2. ციფრული ბარათის ან/და ბარათის არასანქცირებული გამოყენების შესახებ ეჭვის შემთხვევაში.
3.4.3. “ბანკი“ ვალდებულია “კლიენტს“ გაუწიოს საინფორმაციო მხარდაჭერა ციფრული ბარათით სარგებლობასთან დაკავშირებით შემდეგ სატელეფონო ნომერზე: + 995 32 2 242 242
3.5. მესამე მხარეებთან გაფორმებული კონტრაქტები
3.5.1. ეს “პირობები“ მოქმედებს მხოლოდ კლიენტის მიერ ციფრული ბარათ(ებ)ის გამოყენებისას.“ მომსახურების გამწევს, უსადენო კავშირგაბმულობის ოპერატორს და სისტემაზე მიერთებულ სხვა ვებ-გვერდებს ან მესამე მხარის მომსახურებას აქვთ საკუთარი “კონტრაქტები“ მესამე მხარეებთან, და ამავე დროს “კლიენტი“ ვალდებულია შეასრულოს მათი პირობები ასეთი პირებისთვის პერსონალური ინფორმაციის მიწოდებისას, მათ მიერ გაწეული მომსახურებით სარგებლობისას ან შესაბამის ვებ-გვერდებზე შესვლისას. ბანკი არ არის პასუხისმგებელი მომსახურების გამწევის ან მესამე მხარის შინაარსის უსაფრთხოებაზე, სიზუსტეზე, კანონიერებაზე, შესაფერისობაზე ან სხვა ასპექტებზე, პროდუქტებისა თუ მომსახურების ფუნქციონირებაზე.
3.5.2. ბანკი არ არის პასუხისმგებელი და არ უზრუნველყოფს მხარდაჭერას ან დახმარებას მესამე მხარის აპარატული თუ პროგრამული უზრუნველყოფის, აგრეთვე მესამე მხარის პროდუქტებისა თუ მომსახურების (მათ შორის, “სისტემების“ ან მობილური ტერმინალის) გამოყენებასთან დაკავშირებით.
3.6. მომსახურების ღირებულება
3.6.1. ბანკი არ ითხოვს ანაზღაურებას ციფრული საფულ(ეებ)ის გამოყენებისათვის.
3.6.2. კლიენტმა უნდა გაითვალისწინოს ის, რომ მესამე მხარეებთან გაფორმებული კონტრაქტები და ხელშეკრულებები შეიძლება ითვალისწინებდეს ანგარიშსწორების პირობებს, შეზღუდვებს და აკრძალვებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ციფრული ბარათ(ებ)ის გამოყენებაზე, მაგალითად, უსადენო კავშირგაბმულობის ოპერატორის მიერ მონაცემების გამოყენება ან ტექსტური შეტყობინებების გაგზავნაზე საფასურის დაკისრება. კლიენტი მხოლოდ თავად არის პასუხისმგებელი ამგვარი საფასურის გადახდაზე და ყველა შეზღუდვისა და აკრძალვის დაცვაზე.
3.7. დავების გადაწყვეტა და მარეგულირებელი სამართალი
3.7.1. მხარეთა შორის ნებისმიერი დავა ან უთანხმოება უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით. თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, ამგვარი დავა განსახილველად გადაეცემა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
3.7.2 წინამდებარე ხელშეკრულება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

4. კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება
4.1. პერსონალური ინფორმაცია
4.1.1. კლიენტი გაეცნო და თანახმაა, რომ “ბანკი“ უფლებამოსილია განახორციელოს ტექნიკური, პერსონალური მონაცემებისა და დაკავშირებული ინფორმაციის, მათ შორის და არა მხოლოდ, “კლიენტის“ მობილურ ტერმინალზე არსებული ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და გამოყენება, რათა უზრუნველყოს:
4.1.1.1. “ბანკის“ პროდუქტების და მომსახურების გაუმჯობესება კლიენტის სასარგებლოდ;
4.1.1.2. გაწეული მომსახურების უსაფრთხოების გაზრდა.
4.1.1.3. თაღლითობის/ფულის გათეთრების პრევენცია;
4.1.2. დანარჩენ შემთხვევებში, ამგვარი ინფორმაციის გამოყენებაზე და გადაცემაზე ნებართვის გაცემა რეგულირდება ამ “პირობებისა და “ “პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის“ შესაბამისად.
4.2. სხვა პირების მიერ შეგროვებული ინფორმაცია
4.2.1. ბანკი არ არის პასუხისმგებელი “სისტემის“ მიერ გაწეულ მომსახურებაზე ან მესამე მხარის მიერ გაწეულ მომსახურებაზე. შესაბამისად, “კლიენტის“ მიერ ციფრული ბარათით ან “სისტემით“ სარგებლობისას ,,მომსახურების გამწევის’’ მიერ შეგროვებული ნებისმიერი ინფორმაცია რეგულირდება ,,მომსახურების გამწევსა’’ და მესამე მხარებთან გაფორმებული კონტრაქტებით.
4.3. “კლიენტის“ მობილური ტერმინალის დაკარგვა, მოპარვა ან არასანქცირებული გამოყენება:
4.3.1. მობილური ტერმინალის დაკარგვის ან მოპარვის, “ბარათის“ (ციფრული ბარათის) ან მისი მონაცემების მესამე მხარის მიერ გამოყენების ან “სისტემის“ “კლიენტის“ თანხმობის გარეშე გამოყენების შემთხვევაში, “კლიენტი“ ვალდებულია კონკრეტული ფაქტების გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ შეატყობინოს “ბანკს“ აღნიშნულის თაობაზე.
4.3.2. აუთენტიფიკაციის მონაცემების გატეხვის ან გატეხვის ეჭვების შემთხვევაში, “კლიენტი“ ვალდებულია დაუყოვნებლივ შეცვალოს პირადი უსაფრთხოების მონაცემები, აუთენტიფიკაციის მონაცემები და დარწმუნდეს იმაში, რომ მობილურ ტერმინალში არის მხოლოდ გადამოწმებული თითის ანაბეჭდები (Touch ID/Fingerprint), რათა თავიდან იყოს აცილებული ციფრული ბარათის ან პირადი ინფორმაციის არასანქცირებული გამოყენება.
4.3.3. ახალი მობილური ტერმინალის მიღებისას, “კლიენტი“ ვალდებულია დარწმუნდეს იმაში, რომ ძველ მობილურ ტერმინალში წაშლილია ყველა ციფრული ბარათი და სხვა პერსონალური ინფორმაცია.
4.3.4. “კლიენტი“ ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში “ბანკს“ დაეხმაროს მოკვლევების ჩატარებისას და განახორციელოს თაღლითობის პრევენციის ზომები და სხვა ზომები, რომლებითაც შესაძლებელია “ბარათების“ უკანონო წვდომის პრევენცია.
4.3.5. “სისტემაში“ ან/და მობილურ ტერმინალში შესაძლებელია ციფრული ბარათების არასანქცირებული გამოყენების პრევენციის მიზნით ზოგიერთი ფუნქციისა და უსაფრთხოების ზომის გამოყენება. პასუხისმგებლობა ამგვარ ფუნქციებზე და პროცედურებზე ეკისრება მხოლოდ ,,მომსახურების მიმწოდებელს“. “კლიენტი“ ვალდებულია არ გათიშოს ამგვარი ფუნქციები და გამოიყენოს კონკრეტული ფუნქციები და უსაფრთხოების ზომები ყველა ციფრული ბარათის დაცვის უზრუნველსაყოფად.
4.4. “სისტემის,“ სხვა აუთენტიფიკაციის მონაცემების და “ბარათების“ (რომლებიც შერჩეულია ციფრული ბარათების სახით გამოსაყენებლად) დაცვა.
4.4.1. “კლიენტი“ ვალდებულია უზრუნველყოს პირადი უსაფრთხოების მონაცემების და აუთენტიფიკაციის მონაცემების კონფიდენციალურობა. “კლიენტი“ ვალდებულია უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება, აგრეთვე მობილური ტერმინალის უსაფრთხოება ისევე, როგორც უზრუნველყოფილია ანგარიშსწორების “ბარათების“ და კლიენტის ვინაობის დამადასტურებელი სხვა მონაცემების, ნომრების და პაროლების უსაფრთხოება.
4.4.2. ბანკის მკაცრი რეკომენდაციაა ციფრული ბარათის უსაფრთხოების შესახებ მონაცემების “კლიენტის“ მიერ გამოყენებული მონაცემებისგან ცალკე შენახვა. ანგარიშსწორების ფიზიკური “ბარათები“ არ უნდა ინახებოდეს მობილურ ტერმინალთან ერთად გარდა “ბარათის“ “სისტემაში“ რეგისტრაციის შემთხვევებისა.
4.4.3. იმ ოპერაციის შესახებ ტექსტური შეტყობინებების, ან ელ-ფოსტის (რომლითაც “კლიენტი“ “სისტემაში“ იყო რეგისტრირებული) მიღებისას, რომელიც “კლიენტს“ არ განუხორციელებია, ან ისეთი ოპერაციების არსებობისას, რომლებიც “კლიენტმა“ ვერ იცნო მობილურ ტერმინალზე ან საბარათე ანგარიშის ამონაწერზე, დაუყოვნებლივ მიმართეთ “ბანკს“ ტელეფონზე + 995 32 2 242 242.

5. ფუნქციის შეჩერება, გაუქმება და შეცვლა
5.1. “ბანკი“ იტოვებს უფლებას ნებისმიერი საფუძვლით (შეტყობინების საფუძველზე) შეწყვიტოს ნებისმიერი ციფრული ბარათისა და “სისტემაში“ მონაწილეობის მომსახურება ან მხარდაჭერა. “ბანკს“ აქვს უფლება დაბლოკოს, შეზღუდოს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს “კლიენტის“ მიერ ნებისმიერი ციფრული ბარათის გამოყენება “კლიენტის“ მიერ ამ “პირობების,“ “კონტრაქტის“ და “მომსახურების გამწევის პირობების,“ აგრეთვე მესამე მხარეებთან გაფორმებული კონტრაქტების დარღვევის შემთხვევაში ან თაღლითური საქმიანობის არსებობის ან ციფრული ბარათის ბოროტად გამოყენების შესახებ ეჭვების არსებობისას.
5.2. “მომსახურების გამწევი“ იტოვებს უფლებას დაბლოკოს, შეზღუდოს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს “კლიენტის“ მიერ ნებისმიერი ციფრული ბარათის გამოყენება ან/და შეცვალოს “სისტემის“ ფუნქცია “ბანკთან“ შეთანხმების გარეშე. კლიენტი აცნობიერებს და თანახმაა, რომ ასეთ შემთხვევაში “ბანკი“ არ აგებს პასუხს “კლიენტის“ ან მესამე მხარის წინაშე.
5.3. თაღლითური მოქმედებების ან საეჭვო საქმიანობის “ბანკის“ მიერ გამოვლენის შემთხვევაში, “ბანკს“ უფლება აქვს მიიღოს ზომები “ბარათის,“ მათ შორის, ციფრული ბარათის დასაბლოკად, რის შესახებაც კლიენტს უნდა ეცნობოს სხვადასხვა ხელმისაწვდომი საშუალებით – ხმოვანი ზარით, შეტყობინებების გაგზავნის სისტემით [Push Notifications], SMS-ით ან ელ-ფოსტით – შეტყობინების გზით.
5.4. ციფრული ბარათის დროებითი დაბლოკვის ან შეჩერების აღმოფხვრის შემდეგ (მაგ., თაღლითური მოქმედებების არსებობაზე შემოწმების ჩატარების შემდეგ), “კლიენტი“ შეძლებს გააგრძელოს “სისტემით“ სარგებლობა შესაბამისი შეტყობინების საფუძველზე.
5.5. კლიენტს აქვს უფლება “სისტემაში“ წაშალოს ციფრული ბარათი მობილურ ტერმინალზე, არსებულ “სისტემაში“ შესაბამისი პროცედურის გავლით ან ამის შესახებ “ბანკისთვის“ მიმართვის გზით ტელეფონის ნომერზე + 995 32 2 242 242. ასეთ გარემოებებში, კლიენტი “ბანკს“ ანიჭებს უფლებას გააგრძელოს ნებისმიერი შეუსრულებელი დავალების დამუშავება ციფრული ბარათის გამოყენებით.

6. შეფერხება ანგარიშსწორების მომსახურების გაწევისას
6.1. ციფრულ ბარათში შესვლა, ციფრული ბარათის გამოყენება და მომსახურება დამოკიდებულია “სისტემისა“ და უსადენო კავშირგაბმულობის ოპერატორის ქსელის მომსახურების მოცულობაზე. ბანკი არ არის “სისტემის“ ან ამგვარი ქსელის მომსახურების ოპერატორი და არ აკონტროლებს მათ საქმიანობას. ბანკი “კლიენტის“ წინაშე არ არის პასუხისმგებელი იმ გარემოებებზე, რომლებმაც შეიძლება შეაფერხოს, დაბრკოლებები შეუქმნას ან სხვაგვარად უარყოფითი გავლენა იქონიოს რომელიმე ციფრული ბარათის ფუნქციონირებაზე, მათ შორის, განაპირობოს “სისტემის“ მომსახურების ან უსადენო კავშირგაბმულობის მომსახურების, კომუნიკაციების ხელმიუწვდომლობა, ქსელის დაგვიანებები, უსადენო დაფარვის შეზღუდვები, სისტემის მწყობრიდან გამოსვლა ან უსადენო კავშირგაბმულობის შეფერხება.
6.2. ციფრული ბარათის გამოყენება ითვალისწინებს პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე მხარის კავშირის მეშვეობით. რადგან “ბანკი“ ასეთი კავშირების კონტროლს ან ოპერირებას არ ახორციელებს, ის ვერ იძლევა ამგვარი მონაცემების გადაგზავნის კონფიდენციალურობის ან უსაფრთხოების გარანტიას.

7. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
7.1. “კლიენტი“ თანახმაა, რომ “სისტემის“ ფუნქციები და ციფრული ბარათი შეიძლება განახლდეს ავტომატურად დამატებითი შეტყობინების მიწოდების გარეშე. “ბანკი“ იტოვებს უფლებას მიიღოს გადაწყვეტილება ციფრული ბარათის მიერ შესრულებული ოპერაციების სახეების ან/და მოცულობების გაფართოების, შემცირების ან შეჩერების, ან რეგისტრაციის პროცედურაში ცვლილებების შეტანის შესახებ. “სისტემის“ ფუნქციებისა და ფუნქციონირების განახლებისა და მოდერნიზაციის უფლება არ მოიცავს “კონტრაქტში“ ისეთ ცვლილებას, რომლის შეტანაც მხოლოდ “კონტრაქტის“ შესაბამისად არის შესაძლებელი.

8. ცვლილებები “პირობებში“
8.1. “ბანკი“ იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეიტანოს “პირობებში“ ცვლილებები. “ბანკი“ ნებისმიერი ცვლილების შესახებ კლიენტისთვის შეტყობინებას ახორციელებს ელ-ფოსტით ან კომუნიკაციის ნებისმიერი სხვა საშუალების გამოყენებით. კლიენტს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს მობილურ ტერმინალზე შემოთავაზებულ ცვლილებებს. თუ კლიენტი რომელიმე ცვლილებას არ ეთანხმება, ის ვალდებულია ციფრული ბარათი წაშალოს “სისტემიდან“ “სისტემაში“ “ბარათის წაშლის“ ღილაკზე დაჭერით.

9. კომუნიკაცია
9.1. მობილურ სისტემაში საბანკო ბარათის რეგისტრაციით “კლიენტი“ ავტომატურად ეთანხმება “სილქ ბანკის“ მიერ დადგენილ “პირობებს.“
9.2. კლიენტი აგრეთვე თანახმაა “ბანკის“ მიერ გამოგზავნილი შეტყობინებები და სხვა მესიჯები “სისტემის“ მომსახურების პირობის შესახებ მიიღოს:
9.2.1. ელ-ფოსტით;
9.2.2. SMS-ით;
9.2.3. შეტყობინებების გაგზავნის სისტემით [Push Notifications];

10. დამატებითი პირობები
10.1. “სისტემაში“ გამოყენებისათვის თავსებად მობილურ ტერმინალებთან დაკავშირებით წარმოშობილ ნებისმიერ შეკითხვაზე “კლიენტმა“ უნდა მიმართოს უშუალოდ “მომსახურების გამწევს“.
10.2. “სისტემის“ მომსახურების შეზღუდვების ან ლიმიტების, აგრეთვე აპლიკაციის პროგრამის მინამალური მოთხოვნების და აპარატული უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის მისაღებად “კლიენტმა“ უნდა მიმართოს უშუალოდ “მომსახურების გამწევს“.