ანონიმური მხილება

სს სილქ ბანკის მთავარი მიზანია წარმართოს საბანკო საქმიანობა კეთილსინდისიერების, სამართლიანობისა და ეთიკის პრინციპების დაცვით, რისთვისაც შევქმენით ანონიმური მხილების მექანიზმი. აღნიშნული საშუალებას აძლებს ნებისმიერ პირს, ეს იქნება ჩვენი უშუალო მომხმარებელი, თანამშრომელი თუ სხვა პირი, მიაწოდოს ბანკს ინფორმაცია , რომელიც შეეხება ბანკში თანამშრომელთა, თანამდებობის პირთა, უმაღლესი მენეჯმენტის წევრთა მიერ ნებისმიერ რეალურ ან სავარაუდო გადაცდომას/დარღვევას.

თქვენ გაქვთ საშუალება გამოგვიგზავნოთ მხილების წერილი, თუკი თქვენთვის ცნობილია ან/და გაქვთ საფუძვლიანი ეჭვი შემდეგი სახის ერთ ან რამდენიმე დარღვევაზე:

  • • ფინანსური დარღვევები, თაღლითობა, ფულის გათეთრება ან/და კორუფციული ქმედებები;
  • • შევიწროვება, შანტაჟი (ფიზიკური, ფსიქოლოგიური);
  • • გაყალბება, უფლებამოსილების/თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება;
  • • ინდივიდის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები (მათ შორის, პოტენციური რისკები);
  • • საქართველოს კანონმდებლობის, წესებისა და რეგულაციების, ბანკის შიდა ნორმატიული დოკუმენტების, ბანკის კოლეგიური ორგანოების ან/და თანამდებობის პირთა მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა/უხეში დარღვევა;
  • • ინსაიდერული ან/და კონფიდენციალური ინფორმაციის არაკეთილსინდისიერი გამოყენება;
  • • გარემოსთვის ზიანის მიყენება;
  • • დარღვევის/შესაძლო დარღვევის მხილების ან ასეთის გამოკვლევაში მონაწილეობის გამო სამაგიეროს გადახდის მოტივით ჩადენილი ქმედებები, შეუფერებელი ან/და არაეთიკური საქციელი;
  • • ნებისმიერი ზემოაღნიშნული ფაქტის განზრახ ინფორმაციის შენიღბვისა და ჩახშობის მცდელობები;
  • • სხვა არაეთიკური / კანონსაწინააღმდეგო / დანაშაულებრივი ქმედება.

თქვენ შეგიძლიათ მოგვაწოდოთ მხილების წერილი სხვადასხვა ფორმით:

ჩვენ განვიხილავთ თქვენს წერილს მაქსიმალურად მჭიდრო ვადებში. სილქ ბანკის მხრიდან ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების წესის, ასევე მამხილებლის უფლება მოვალეობების შესახებ დამატებითი ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ იხილოთ ხშირად დასმული შეკითხვები.

ჩვენ მაქსიმალურად დავიცავთ თქვენს კონფიდენციალობას.

ხშირად დასმული კითხვები

რისთვის გამოიყენება ანონიმური მხილების ვებ-გვერდი?

როგორ უნდა დავაფიქსირო ინციდენტთან/დარღვევასთან დაკავშირებული ინფორმაცია?

სხვა რა გზით შემიძლია ინფორმაციის მოწოდება