ძვირფასო მომხმარებლებო!
გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის, 2020 წლის 02 სექტემბრის № 155/04 ბრძანებით დამტკიცებული საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულების მოთხოვნების შესაბამისად, ბანკის მიერ 2021 წლის 01 ივნისიდან დამზადებულ პლასტიკურ ბარათებზე, შეიზღუდა ბარათით შესრულებული გადახდის ოპერაციები მაღალი რისკის მქონე ობიექტებში, კერძოდ:
- აზარტული თამაშები;
- საქველმოქმედო ორგანიზაციები;
- პოლიტიკური ორგანიზაციები;
- ფინანსური სერვისები (ელექტრონული საფულე, კრიპტო ვალუტა, გადარიცხვის ოპერაცია და ა.შ.).
აღნიშნულ ობიექტებში დაწესებული შეზღუდვების სრულად ან ნაწილობრივ მოხსნა შესაძლებელი იქნება როგორც პლასტიკური ბარათის მომხმარებელზე გადაცემისას, ასევე ნებისმიერ დროს, მომხმარებლის მიერ შესაბამისი თანხმობის საფუძველზე.
2021 წლის 01 ივნისამდე დამზადებული პლასტიკური ბარათების მფლობელებს საშუალება აქვთ, ბანკში შესაბამისი მოთხოვნის დაფიქსირების საფუძველზე, ნებისმიერ დროს შეზღუდონ მაღალი რისკის მქონე ობიექტებში ბარათით შესრულებული გადახდის ოპერაციები.
სიახლეები
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის 211 -ე მუხლის
Copyright © Silkroad bank