ძვირფასო მომხმარებლებო,
გაცნობებთ, რომ მომხმარებელთა მეტი უსაფრთხოების მიზნით, 2021 წლის 12 აპრილიდან სილქ როუდ ბანკის ყველა საბანკო ბარათზე ავტომატურად გააქტიურდება ბარათის უსაფრთხოების დამატებითი მექანიზმი - 3D უსაფრთხოების სერვისი და ინტერნეტ გადახდის დადასტურება საჭირო იქნება თქვენს ფინანსურ ან სმს ბანკის ნომერზე სმს-ით მიღებული ერთჯერადი კოდით. 3D უსაფრთხოების სერვისი იცავს ბარათის მფლობელს ონლაინ შესყიდვებისას მესამე პირის მიერ ბარათის არაკეთილსინდისიერი გამოყენებისგან.
3D უსაფრთხოების სერვისით სარგებლობა უფასოა და მოქმედებს იმ ვებ-გვერდებზე, რომლებსაც აქვს „VISA SECURE” ანდა „Verified by VISA" მხარდაჭერა.
ონლაინ შესყიდვის შესრულებისას, სმს-ით მიღებული დადასტურების ერთჯერადი 3D კოდის სამჯერ არასწორად შეყვანის შემთხვევაში, თქვენ დროებით ვერ შეძლებთ ონლაინ შესყიდვის ოპერაციის შესრულებას, ვინაიდან ბარათი დროებით, 30 წუთით დაიბლოკება 3D უსაფრთოების სისტემაში, ხოლო ზედიზედ სამჯერ დროებითი დაბლოკვის შემთხვევაში ონლაინ შეყიდვების განხორციელებას შეძლებთ მხოლოდ სატელეფონო ცენტრთან დაკავშირებით ან ბანკში ვიზიტის შემდეგ.
3D უსაფრთოების სისტემაში დაბლოკვა ვრცელდება მხოლოდ ინტერნეტით შესრულებულ ონლაინ შესყიდვის ოპერაციებზე, სხვა საბარათე ოპერაციების განხორციელებას შეძლებთ შეფერხების გარეშე.
3D კოდის სიმბოლოების რაოდენობა არის 6 და ის ვალიდურია 1 სესიის პერიოდში (10 წუთის განმავლობაში).
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 2 242 242.
სიახლეები
ბარათით შესრულებული გადახდის ოპერაციების ცვლილება
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის 211 -ე მუხლის
Copyright © Silkroad bank