პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
პერსონალურ მონაცემთა დაცვა სს ,,სილქ ბანკი"-ს ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია.
სს ,,სილქ ბანკი"-ს მიზანია გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა რათა არ დაუშვას პერსონალურ მონაცემთა გარეშე პირთა ხელმისაწვდომობა. ბანკში დანერგილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესაბამისი სტანდარტი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან და მუდმივად ხორცილედება მონაცემთა დაცვის პრაქტიკის მონიტორინგი/ანალიზი. მონაცემთა პოლიტიკა უზრუნველყოფს ქვეყანაში არსებულ კანონდებლობის მიერ დადგენილ მოთხოვნებს, როგორც საქართველოში არსებულ ორგანიზაციებს შორის აგრეთვე იმ ქვეყნების ორგანიზაციათა შორის რომელ ქვეყანაშიც ჯერ კიდევ არ არსებობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობა.
მონაცემთა დაცვა არის ბანკის კეთილსინდისიერი, საქმიანი ურთიერთობისა და დამსაქმებლის უმნიშვნელოვანესი პრინციპი.
სს ,,სილქ ბანკი" პიროვნების პერსონალურ მონაცემს ამუშავებს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად, კერძოდ მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად-მისთვის მომსახურების გასაწევად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლებითა თუ პრინციპების შესაბამისად. (საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, მე-2 თავი, მე-5 მუხლი ,,ა" ,,თ" ქვეპუნქტი)
პირდაპირი მარკეტინგის შემთხვევაში, მონაცემთა სუბიექტი ბანკს ანიჭებს უფლებამოსილებას, მის მიერვე (ნებაყოფლობით) მითითებულ საკონტაქტო ნომერზე ან ელექტრონულ ფოსტაზე ბანკმა გაუგზავნოს სარეკლამა ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც დაფიქსირებულია მონაცემთა სუბიექტის მიერ წერილობით თანხმობის ფორმაში. (საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, მე-2 თავი, მე-8 მუხლი)
მომსახურების ხარისხისა და საკუთრების დაცვის მიზნით, ბანკსა და მის გარე პერიმეტრზე ხორციელდება ვიდეო და აუდიო მონიტორინგი როგორც გარე პერიმეტრზე ასევე შენობაში, რომლის შესახებაც კანონის მოთხოვნათა დაცვით ხორციელდება მოქალაქეების ინფორმირება. (საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, მე-2 თავი, მე-12 მუხლი, პუნქტი 1, 3)
ბანკის მიერ დამუშავებული მონაცემთა ნუსხა წარდგენილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისათვის ფაილური სისტემათა კატალოგში და განთავსებულია ვებ-გვერდზე www.personaldata.ge
Copyright © Silkroad bank