მომხმარებელთა პრეტენზიების განხილვა
წინამდებარე პროცედურა მიზანად ისახავს სს "სილქ ბანკი" -სსტრუქტურულ ერთეულებში მომხმარებლის მხრიდან საბანკო პროდუქტებთან თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით შემოსული პრეტენზიების ზეპირი, წერილობითი და ელექტრონული ფორმ(ებ)ით მიღება/განხილვის პროცესის დარეგულირებას.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, 2021 წლის 09 მარტის # 32/04 ბრძანების შესაბამისად, უზრუნველყოს პრეტენზიის დაკმაყოფილების სრული, აუცილებელი, გასაგები, უტყუარი და თავისდროული ინფორმაციის მიწოდება.
მომხმარებლის მხრიდან პრეტენზიის განაცხადი (პრეტენზია) მიიღება სს "სილქ ბანკი"-ის ფილიალებსა და სერვის-ცენტრებში.
პრეტენზიის მიღება ხდება წერილობითი, ელექტრონული ან/და ზეპირი ფორმით. ელექტრონული საპრეტენზიო განაცხადის შესავსებად გთხოვთ ჩამოტვირთოთ ფაილი, შეავსოთ სრულყოფილად და გამოგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე rights@silkbank.ge
წერილობითი, მათ შორის ელექტრონული სახით, შემოსული პრეტენზიები თავს იყრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურში,რომელიც კურირებს გასატარებელ ღონისძიებებს, წერილობითი პასუხების მომზადებას, საპასუხო წერილის გაგზავნას და საქართველოს ეროვნული ბანკისადმი ყოველთვიურ ანგარიშგებას.
პრეტენზიის მიღების, განხილვისა და მომხმარებლისათვის პასუხის გაცემის ვადაა 1 თვე.
Copyright © Silkroad bank